“ვცდილობ, დავუსხლტე ამ შეკითხვას, სადღაც არ მიმაჩნია, რომ მარტოხელა დედა ვარ და ვერ ვხსნი, რატომ...“ - რუსკა მაყაშვილი
Ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის “სახალხო ინტერვიუს“ სტუმარი იყო მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.
ამ ინტერვიუს გარკვეული ეპიზოდები ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ, ინტერვიუს ნაწილს კი ახლა გთავაზობთ. “სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
უცნობი:
- რისი გაკეთება გინდოდათ ყველაზე მეტად და ვერ შეძელით?
- ძვირფასო უცნობო, არ არსებობს არაფერი, რისი გაკეთებაც მინდა და ვერ გავაკეთებ. ზოგადად, ეს შეგიძლიათ რჩევასავით მიიღოთ: როცა რაღაცის გაკეთება გვინდა (ოღონდ, ახლა ცუდ რაღაცებზე და ბოროტებაზე არ ვლაპარაკობ - შენი თავისთვის, მეგობრისთვის თუ ოჯახისთვის, რა მნიშვნელობა აქვს), როდესაც რაღაც ძალიან გინდა და აკეთებ, არანაირი ზღვარი არ უნდა არსებობდეს. არსად არ უნდა იყოს ზღვარი. მე ასე მგონია. გააგრძელეთ კითხვა