“არ დამტოვო...“ - ევერესტის “მძინარე მზეთუნახავის“ ტრაგიკული ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა
“არ დამტოვო... რატომ მექცევი ასე?“ – ეს იყო ამერიკელი ალპინისტის, ფრენსის “ფრენ“ არსენტიევის უკანასკნელი სიტყვები, სანამ 1998 წლის 23 მაისს ევერესტზე გარდაიცვლებოდა.
40 წლის მთამსვლელი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი დამატებითი ჟანგბადის გამოყენების გარეშე დაიპყრო. თუმცა მისი ოცნება ტრაგედიად იქცა – მწვერვალიდან დაშვებისას ის დაიკარგა და ვეღარ გადარჩა.
საბედისწერო დაშვება
ფრენი მეუღლესთან და ალპინისტ პარტნიორთან, სერგეი არსენტიევთან ერთად 1998 წლის 22 მაისს ავიდა ევერესტის მწვერვალზე.
მწვერვალამდე ცოტა ხნით ადრე მან 10 წლის შვილს, პოლს, წერილი დაუტოვა:
“გამარჯობა, პოლ! საბაზო ბანაკში ვართ. ძალიან მენატრები. მიყვარხარ. დედა.“ - ეს მისი ბოლო გზავნილი აღმოჩნდა. გააგრძელეთ კითხვა