რის აშენებას გეგმავენ უკრაინა და ლატვია რუსეთის საზღვართან?!
ლატვიასა და უკრაინას შორის უპილოტო სისტემების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ასეთი ობიექტი რუსეთ - ლატვიის საზღვართან ახლოს უნდა განთავსდეს, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, უკრაინასთან უპილოტო სისტემების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ივნისის დასაწყისში ხელმოწერილი შეთანხმება ერთობლივ წარმოებას მოიცავს. კერძოდ, დაგეგმილია ასეთი ობიექტის დაუყოვნებლივ მშენებლობა ლატვია-რუსეთის საზღვართან.
ანდრის კულბერგსის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ობიექტი საზღვართან ახლოს განთავსდეს. მისი განმარტებით, ამ რეგიონს ეკონომიკური აქტივობა, ინვესტიციები და სამუშაო ადგილები სჭირდება.
"ინტერპრესნიუსი"