"ამ დანაშაულში მონაწილე და პასუხისმგებელი ყველა პირი, ყველა #არჩილგორდულაძე, პასუხს აგებს" - რას წერს ტატა ხვედელიანი პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე - კვირის პალიტრა

"ამ დანაშაულში მონაწილე და პასუხისმგებელი ყველა პირი, ყველა #არჩილგორდულაძე, პასუხს აგებს" - რას წერს ტატა ხვედელიანი პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილ და ორგანიზებული თავდასხმაზე“ გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო, თუმცა საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე რეაგირება არ აქვს.

როგორც ხვედელიანი წერს, დანაშაულში მონაწილე და პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს.

„ქვეყნის პრემიერისა და მთელი მთავრობის, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ მოხდა საქართველოს პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული თავდასხმა.

უკვე 3 დღე გავიდა. არანაირი რეაგირება, მაშინ, როდესაც გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო. ამავე დროს, მზია ამაღლობელი ციხეში ზის პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო; 4 შვილის დედა - ბანერის ფლომასტერით გაფერადებისთვის; მშვიდობიანი, უდანაშაულო მსახიობები კი საკუთარი ქვეყნის სიყვარულისთვის.

ბოდიშებით ვერ შემოიფარგლებით!

ამ დანაშაულში მონაწილე და პასუხისმგებელი ყველა პირი, ყველა #არჩილგორდულაძე, პასუხს აგებს,“ - წერს ხვედელიანი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა