ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ლუკას ტრეხომ ცოლ-შვილი დაკარგა - ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ლუკას ტრეხომ ცოლ-შვილი დაკარგა - ტრაგედიის დეტალები

ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ბოლო ას­წლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ერ მი­წისძვრას მას­შტა­ბუ­რი მსხვერ­პლი და ნგრე­ვა მოჰ­ყვა. სტი­ქი­ამ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია და­ა­ტე­ხა თავს არ­გენ­ტი­ნელ ფეხ­ბურ­თელს, ლუ­კას ტრე­ხოს, რო­მე­ლიც ვე­ნე­სუ­ე­ლის მე­ო­რე დი­ვი­ზი­ო­ნის კლუბ „სპორტ მა­რი­ტი­მო ლა გუ­ა­ი­რა­ში“ თა­მა­შობს - მან მი­წისძვრის შე­დე­გად მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი და­კარ­გა.

38 წლის სპორ­ტსმე­ნი სტი­ქი­ის დროს კა­რა­კას­ში, გუნ­დის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­წისძვრის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თა­ნა­ვე იგი დე­და­ქა­ლა­ქი­დან 29 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ლა გუ­ა­ი­რა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გა­ე­შუ­რა, თუმ­ცა ად­გილ­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა.„ის, რაც მას იქ დახ­ვდა, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. შე­ნო­ბის­გან, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი იყო დარ­ჩე­ნი­ლი,“ - გა­ნუ­ცხა­და CNN Español-ს ფეხ­ბურ­თე­ლის ცო­ლის ძმამ, რი­კარ­დო არ­დი­ლეს­მა.

სამდღი­ა­ნი უშე­დე­გო ძებ­ნა

ტრე­ხო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით, ნან­გრე­ვებ­ში ეძებ­და მე­უღ­ლეს, ია­ნი­ნას და შვი­ლებს - აა­რონ­სა და აი­ნჰო­ას. ვი­ნა­ი­დან სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე მდე­ბა­რე სახ­ლი სრუ­ლად გა­ნად­გურ­და, სპორ­ტსმე­ნი და მისი მე­გობ­რე­ბი დახ­მა­რე­ბას და მძი­მე ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბას ითხოვ­დნენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვა მის­მა კო­ლე­გამ, რო­ბერტ გარ­სეს­მაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ად­გილ­ზე მხო­ლოდ ერთი ტრაქ­ტო­რი მუ­შა­ობ­და, რაც საკ­მა­რი­სი არ იყო.

სამ­წუ­ხა­როდ, ძებ­ნის ოპე­რა­ცია ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. კვი­რას კლუბ­მა „სპორტ მა­რი­ტი­მო ლა გუ­ა­ი­რამ“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ღუპ­ვა და სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და მას:

„ლუ­კას, შენ მარ­ტო არ ხარ. შენი ოჯა­ხი შენს გვერ­დი­თაა“.

fexburteli-44115-1782723185.jpg

სტი­ქი­ის მას­შტა­ბე­ბი და მსხვერ­პლი სპორ­ტულ სამ­ყა­რო­ში

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში მი­წისძვრას 1,400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ათა­სო­ბით კი ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. აშშ-ის გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის (USGS) გან­ცხა­დე­ბით, ეს იყო იშ­ვი­ა­თი, ე.წ. „დუბ­ლე­ტუ­რი“ მი­წისძვრა, რო­დე­საც ორ ძლი­ერ ბიძგს შო­რის ინ­ტერ­ვა­ლი სულ რა­ღაც 39 წამს შე­ად­გენ­და.

განაგრძეთ კითხვა