აზერბაიჯანი სომხეთთან დაკავშირებით ისრაელის გადაწყვეტილებამ გააბრაზა - ოფიციალური ბაქოს განცხადება
ისრაელის მთავრობის მიერ ე.წ. „სომეხთა გენოციდთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სერიოზული შეშფოთების საკითხია, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება და რთული ისტორიული საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე დაყვანა, რომელსაც არ გააჩნია მყარი სამართლებრივი ან სამეცნიერო საფუძველი, მიუღებელია“, - აცხადებენ უწყებაში.
მათი მტკიცებით, ასეთი ქმედებები ძირს უთხრის რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მცდელობებს.
"ინტერპრესნიუსი"