"სიძულვილი ქართველების თვალში ასოცირებულია პროევროპელობასთან" - შალვა პაპუაშვილი - კვირის პალიტრა

"სიძულვილი ქართველების თვალში ასოცირებულია პროევროპელობასთან" - შალვა პაპუაშვილი

დღეს, სიძულვილი ქართველების თვალში ასოცირებულია პროევროპელობასთან - ისინი, ვინც პროევროპულობას იბრალებენ, არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირიც უნდა იყოს ამ წამოწყების გულშემატკივარი, თუკი არ უნდა, რომ კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასთან და სიძულვილის ენასთან.

„შედეგები გვაჩვენებს, რომ გარედან თავსმოხვეული სიძულვილი შემცირდება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია მათ შორის, პოლიტიკური დებატებისთვის. როდესაც ლანძღვა-გინებაზეა გადასული პროევროპული ძალები, რა თქმა უნდა, იქ ითრგუნება ყველანაირი ღია დისკუსია. ამიტომ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისა და უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხი, რომ არ იყოს წაქეზება ესკალაციის, სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით ურთიერთობების ესკალაციისა".

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა