რას ამბობს დიმიტრი პესკოვი ფრონტზე შექმნილ მდგომარეობაზე?! - კვირის პალიტრა

რას ამბობს დიმიტრი პესკოვი ფრონტზე შექმნილ მდგომარეობაზე?!

მოსკოვის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი და ის უცვლელი რჩება. ეს პოზიცია ორი წლის წინ ჩვენი სახელმწიფოს მეთაურმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას გამოხატა. ის კარგად არის ცნობილი კიევის რეჟიმისთვის, ამერიკელი მომლაპარაკებლებისთვის და ძალიან თანმიმდევრულია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, გადასცა თუ არა მოსკოვმა კიევს თავისი წინადადებები.

ამასთან, პესკოვის მტკიცებით, ფრონტზე არსებული დინამიკა რუსეთს არწმუნებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიაღწევს

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა