ბიძინა ივანიშვილის შესახებ პოსტის გამო, სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილის შესახებ პოსტის გამო, სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი „პოსტის“ გამო, სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

„მე დავწერე „პოსტი“ ჩემს პირად გვერდზე, სადაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს წყევლა. წყევლა არ მიმაჩნია შეურაცხყოფად“, - განაცხადა თამარ გიორგაძემ ჟურნალისტებთან.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა