ერდოღანის მძიმე პროგნოზი - "ჩვენ გაურკვევლობის ეპოქაში ვიმყოფებით, სადაც სტაბილურობის ნაცვლად დაძაბულობა იზრდება, წესრიგის ნაცვლად - ქაოსი მყარდება"
ევროატლანტიკური უსაფრთხოება ისტორიულ გარდამტეხ მომენტშია. ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ომი, კრიზისი, ტერორიზმი და არარეგულარული მიგრაცია, განსაკუთრებით ჩვენი აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ, უსაფრთხოების შესახებ ჩვენი გაგების გადახედვას მოითხოვს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში, ნატო-ს საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ძველი მოდელები და დამკვიდრებული წარმოდგენები ერთმანეთის მიყოლებით იშლება, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა ჩაანაცვლებს მათ. ჩვენ გაურკვევლობის ეპოქაში ვიმყოფებით, სადაც სტაბილურობის ნაცვლად დაძაბულობა იზრდება, წესრიგის ნაცვლად - ქაოსი მყარდება, პროგნოზირებადობა სულ უფრო მცირდება, და ვერავინ წინასწარ ვერავინ განჭვრეტს, რას მოგვიტანს მომდევნო დილა“, - აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ ამ გარემოში, მე ნატო-ს შეკავების შენარჩუნება და მოკავშირეებს შორის სოლიდარობის განმტკიცება კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა.
თურქეთის პრეზიდენტმა ალიანსის ანკარაში 7-8 ივლისს დაგეგმილ სამიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამიტი გამოცდილების გაზიარების უმაღლესი დონის პლატფორმა იქნება.
"ინტერპრესნიუსი"