"არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს" - ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან - კვირის პალიტრა

"არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს" - ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან

კარგად იცოდეთ, არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს - ჩემზე არ იდარდოთ, საერთოდ არ მადარდებს რას გადაწყვეტენ , - ამ მიმართვას საპატიმრო დაწესებულებიდან “დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ავრცელებს.

ხოშტარია საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის ყველას და მხარდამჭერებს მიმართავს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, არ ინერვიულონ.

“პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა, გითხრათ ასეთი მხარდაჭერისთვის. მორიდებულადაც კი ვგრძნობ თავს - რაღაცნაირად მრცხვენია, რომ ასე შეწუხდით. დღეს სამინისტროსთან რომ იყო შეკრება, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე დავინახე. მთლად დავიწვი სირცხვილით. ძალიან მერიდება, რომ ადამიანები ელემენტარულ საკითხზე ასე წუხდებიან.

მინდა, გითხრათ და ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, რომ არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე “ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს. ძალიან ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი - ამასაც ავიტან და უარესსაც ავიტან - აუტანელია ის, რომ ამ ქვეყანაში სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება და სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს და ეს უნდა გამოვასწარით. მართლა ძალიან მძიმეა, როცა ყველაფერი გაუფასურებულია.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა