ტრაგედია პოლონეთში: საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩო - რა დეტალები ხდება ცნობილი? - კვირის პალიტრა

ტრაგედია პოლონეთში: საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩო - რა დეტალები ხდება ცნობილი?

MarneuliNews. ge-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე პო­ლო­ნეთ­ში, ტბა­ში და­იხ­რჩო.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ის ბოლ­ნი­სის მცხოვ­რე­ბი, 23 წლის ელ­ვარ სა­რი­ე­ვია, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბო­და.

პო­ლო­ნუ­რი წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ბჟუ­ზეს­თან მდე­ბა­რე, ბჟუ­ზეს ტბა­ზე, 28 ივ­ნისს, სა­ღა­მოს 19:12 სა­ათ­ზე, თვითმხილ­ვე­ლებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც წყალ­ქვეშ გა­უ­ჩი­ნარ­და. ად­გილ­ზე ვლოც­ლა­ვე­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და, მათ წყლი­დან ცხედ­რის ამოყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხეს. პო­ლი­ცია და­ღუ­პუ­ლის ვი­ნა­ო­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ასა­ჯა­რო­ებს, თუმ­ცა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.