უკრაინულ - პოლონური სკანდალი - ვარშავა ზელენსკის „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავებს აღარ აძლევს
უკრაინა პოლონეთისგან „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავებს ვერ მიიღებს, რადგან ვარშავას კიევისგან დრონები არ მიუღია, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა Polsat News-ს განუცხადა.
მისი თქმით, პოლონეთმა „პარტნიორული მიდგომა“ შესთავაზა და უკრაინამ ის მიიღო, მაგრამ ვერ განახორციელა.
„ამიტომ, უკრაინისთვის MiG-ები არ არის, რადგან პოლონეთისთვის დრონები ან დრონების შესაძლებლობები არ არის“, - თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, უკრაინას ამჟამად დრონების სფეროში მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს.
"ინტერპრესნიუსი"