(ვიდეო) როცა დედა მთელი სამყაროა - ემოციური ვიდეო დაცული ტერიტორიების სააგენტოდან
დედობრივი მზრუნველობა ველურ ბუნებაშიც სიცოცხლის საფუძველია. დაცული ტერიტორიების სააგენტომ პატარა დათვის ბელების ამაღელვებელი ვიდეო გაავრცელა, რომელიც გვახსენებს, რომ დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებამდე ბელისთვის მთელი სამყარო დედაა.
“სანამ დამოუკიდებლობას მიეჩვევა, მისი მთელი სამყარო დედაა.დედა დათვი სიცოცხლის პირველ თვეებში ბელს არა მხოლოდ კვებავს, არამედ ველურ ბუნებაში გადარჩენისთვის აუცილებელ უნარებსაც ასწავლის “