როგორ წაართვეს 2 მილიონი პოტენციურ მშობლებსა და სუროგატ დედებს - "ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლები და დანაშაულის დეტალები - კვირის პალიტრა

როგორ წაართვეს 2 მილიონი პოტენციურ მშობლებსა და სუროგატ დედებს - "ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლები და დანაშაულის დეტალები

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე, შპს „ქინ­დერ­ლი ჯორ­ჯი­ას" დამ­ფუძ­ნებ­ლებს 10-10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

“სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა თბი­ლის­ში, ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებ­სა და სუ­რო­გატ დე­დებს შო­რის შუ­ა­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია შპს „ქინ­დერ­ლი ჯორ­ჯია“ და­ა­ფუძ­ნეს. კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლით ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს დებ­დნენ და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებ­დნენ, რომ სუ­რო­გატ დე­დებს მო­ი­ძი­ებ­დნენ და ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გზით ბავ­შვის გა­ჩე­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ჩი­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან მო­ი­ზი­დეს დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბი და სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბის სხვა­დას­ხვა ხარ­ჯე­ბის და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის და­ფარ­ვის ნაც­ვლად, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ჯგუ­ფუ­რად მი­ით­ვი­სეს რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი მშობ­ლე­ბის, ასე­ვე სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბის კუთ­ვნი­ლი 2 060 006,5 ლარ­ზე მეტი თან­ხა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, მათ­გან ერთი და­უს­წრებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“",დ“ და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მით­ვი­სე­ბა) სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

განაგრძეთ კითხვა