"პოლიციელები ჩვენებებში ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს" - რას ამბობს ზურა ჯაფარიძე საბოტაჟის საქმეზე - კვირის პალიტრა

"პოლიციელები ჩვენებებში ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს" - რას ამბობს ზურა ჯაფარიძე საბოტაჟის საქმეზე

საქმეში საუბარი არის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში - თავად ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული, სახელმწიფოს როგორ ვამხობდით და სამსახურში არ თქვეს რომ მსგავსი რამ ნახეს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზურა ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს, არსებობს 12 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიტიკოსების ხმა არ ესმოდათ, თუმცა ჟესტიკულაციით ანიშნებდნენ ხალხს პარლამენტის შენობის აღებისკენ.

„იმის გამო, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის, არავისზე, ამის გამო, საქმეში ჩადებულია, თუ სწორად მახსოვს, 12 პოლიციელის ჩვენება. ესენი ჰყვებიან ერთი და იმავეს, რომ დაგვინახეს ხალხში რომ ვიდექით, ოღონდ არ ახსოვთ რა გვეცვა, სად ვიდექით, სცენა იყო თუ არა, მიკროფონი გვეკავა თუ მეგაფონი. არ ესმოდათ ჩვენი ხმა და თითქოს ხალხს ჟესტებით, პარლამენტის შენობის აღებისკენ მოვუწოდებდით.

ყველა ჩვენებაში, სადაც მე ნახსენები ვარ, ყველა ახსენებს „ზურა ჯაფარიძე, იგივე გირჩი", მთელი პოლიცია ასე მიცნობს?

საქმეში საუბარი არის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ, 2025 წლის მაისში. თავად ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული, სახელმწიფოს როგორ ვამხობდით და სამსახურში არ თქვეს რომ მსგავსი რამ ნახეს",- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა