"პეტერ ფიშერი არის იმ გარე ძალების წარმომადგენელი, რომელიც აგენტურის ხელით, სახელმწიფო გადატრიალების, რევოლუციის, დაპირისპირების მოწყობას ცდილობდა" - კახა კალაძე - კვირის პალიტრა

"პეტერ ფიშერი არის იმ გარე ძალების წარმომადგენელი, რომელიც აგენტურის ხელით, სახელმწიფო გადატრიალების, რევოლუციის, დაპირისპირების მოწყობას ცდილობდა" - კახა კალაძე

ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პეტერ ფიშერი არის იმ გარე ძალების წარმომადგენელი, რომელიც აგენტურის ხელით, სახელმწიფო გადატრიალების, რევოლუციის, დაპირისპირების მოწყობას ცდილობდა.

„ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. მან თავისი ქმედებებით, განცხადებებით დაამტკიცა ეს ყველაფერი და აჩვენა ქართულ საზოგადოებას. ყველაფერი გააკეთა დიპლომატიური ჩარჩოების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა მისი პოლიტიკური განცხადებები, შეფასებები, ექსტრემისტული დაჯგუფებების წახალისება, ძალადობრივი ჯგუფების წახალისება და ხელშეწყობა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. ცდილობდა გაეფუჭებინა ის ურთიერთობები, რაც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო,“ - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა