"მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამოვრიცხავ... რა არის ამაში ცუდი?" - კახა კალაძე
რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო დასწრებას ეხებოდა.
როგორც კალაძემ განაცხადა, ის არ გამორიცხავს მიხეილ ყაველაშვილის წასვლას დაკრძალვაზე.
„მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას] არ გამოვრიცხავ. რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები. თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია.
რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, მზად ვართ იმისთვის, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ის, რაც წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის, თავიანთი ცრუ განცხადებებით, არასამართლიანი გადაწყვეტილებებითა და დამოკიდებულებით. ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შესწევს ძალა, ეს უსამართლო დამოკიდებულება, რაც ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით იყო, მარტივად გამოასწოროს“, - განაცხადა კალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"