რას გთავაზობთ ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯი” და როგორ შეძლებთ მისვლას?
„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ღია ცის ქვეშ მოწყობილი სავაჭრო სივრცეა, სადაც ცნობილი საერთაშორისო ბრენდების კოლექციებს სპეციალურ ფასად შეიძენთ. ის კავკასიაში პირველი მასშტაბური აუთლეტია, რომელიც დედაქალაქიდან სულ რაღაც 25 წუთის სავალზე, E60 ავტომაგისტრალზე მდებარეობს.
კომპლექსი კახეთის ავტომაგისტრალზე მდებარეობს. თუ პირადი ავტომობილით მგზავრობთ, Google Maps-სა ან Waze-ში „Tbilisi Outlet Village“-ის მითითება სრულიად საკმარისია და სანავიგაციო სისტემა ზუსტ მარშრუტს გიჩვენებთ. ადგილზე მისულებს 2000-ზე მეტი უფასო საპარკინგე ადგილი დაგხვდებათ, ხოლო ელექტრომობილების მფლობელები სპეციალური დამტენი სადგურებით ისარგებლებენ.
ტაქსის აპლიკაციებით მგზავრობაც ძალიან მოსახერხებელია, რადგან Bolt და Yandex Go ამ არეალსაც ფარავს. გარდა ამისა, სავაჭრო სივრცე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა და ამ სიახლოვის გამო, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები მარტივად შეძლებენ ვილიჯში სტუმრობასა და აუთლეტურ ფასად შოპინგს.
ამჟამად სავაჭრო სივრცეში 40-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდია წარმოდგენილი. მათ შორისაა Nike, Adidas, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Lacoste, Guess, Levi’s, Furla, Puma და Pinko.
რადგან აუთლეტ ვილიჯში ძალიან ფართო არჩევანია, სასურველ სამოსსა და აქსესუარებს მარტივად შეარჩევთ როგორც სპორტული და ყოველდღიური, ისე პრემიუმ და საბავშვო კოლექციებიდან. ამასთან, მაღაზიების ჩამონათვალი მუდმივად იზრდება და უახლოეს მომავალში მომხმარებლებს არაერთი ახალი ბრენდი დახვდება.
აუთლეტის კონცეფცია ტრადიციული სავაჭრო ცენტრებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ვინაიდან მაღაზიები ცალკეულ შენობებშია მოწყობილი, მათ შორის კი ღია სასეირნო ბილიკები და მყუდრო ეზოებია, ტერიტორიაზე სეირნობა და დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა.
შოპინგის პარალელურად განტვირთვასაც შეძლებთ, რადგან ადგილზე არაერთი კაფე და რესტორანი დაგხვდებათ. გარდა ამისა, წლის განმავლობაში კომპლექსი სხვადასხვა სეზონურ ღონისძიებას მასპინძლობს. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესო სავაჭრო ფესტივალები და ცოცხალი მუსიკის საღამოებია.
სივრცე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობს, ხოლო უქმე დღეებში 21:00 საათამდეა ღია. რაც შეეხება ბრენდების სრულ ჩამონათვალს, მოქმედ შეთავაზებებსა და ვიზიტის დაგეგმვის სხვა დეტალებს, ამ ინფორმაციას „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ ოფიციალურ ვებგვერდზე დეტალურად გაეცნობით.