"ცილისმწამებელი სააკაშვილი უკვე დადის და კიდევ ივლის იმ სიმართლით,  რომ “ბოკერიები” რაიმე შეკვეთის შემსრულებლები ვართ" - თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"ცილისმწამებელი სააკაშვილი უკვე დადის და კიდევ ივლის იმ სიმართლით,  რომ “ბოკერიები” რაიმე შეკვეთის შემსრულებლები ვართ" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ცილისმწამებელი სააკაშვილი უკვე დადის და კიდევ ივლის იმ სიმართლით, რომ “ბოკერიები” რაიმე შეკვეთის შემსრულებლები ვართ", - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

"ერთადერთი შეკვეთა, რისი მოცემაც სცადა თავად სააკაშვილმა, ეს მისი კერპად აღიარება და რაზეც გავიზარდეთ, იმ ღირებულებების ღალატი იყო!

ცხადია დაპანღურდა, როგორც ბოლო გოიმი - თვითგანადგურებისკენ.

ირონია იმაშია, რომ ივანიშვილს თავის სიცოცხლეში არ უცდია ჩვენთვის, “ბოკერიებისთვის” რაიმე შეკვეთის მოცემა - მეტად ვერაგია, და ხვდება რომ ტყუილად გაირჯება.

რასაც აქ ვწერ, ამ სიმართლით მინდა ვიარო მე, ჩემმა შვილებმა, ჩემმა შვილიშვილებმა და ჩემმა დიდმა ოჯახმა", - წერს ჩერგოლეიშვილი.