აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 2025 წლის 22 ნოემბერს, აქციაზე, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა და დააზიანა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელსაც ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
მხარეებს შორის მიღებული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დაამტკიცა. შეთანხმების მიხედვით, თამარ ლორთქიფანიძეს 1-წლიანი რეალური და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში დატოვებს.
ცნობისთვის, თამარ ლორთქიფანიძე 2025 წლის 22 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას საპატრულო პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანის სახურავზე ავიდა და ფეხების არაერთგზის დარტყმით დააზიანა სახურავი და ძრავის სახურავი. გამოძიების ინფორმაციით, მიყენებულმა ზიანმა 3300 ლარი შეადგინა.
"ინტერპრესნიუსი"