მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
„საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება“, - აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, ირანული საინფორმაციო სააგენტო WANA News-ის ინფორმაციით, დაგეგმილი გრაფიკის თანახმად, გარდაცვლილი ლიდერის ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ, შემდეგ კი ირანში დააბრუნებენ და მეშჰედში დაკრძალავენ.
"ინტერპრესნიუსი"