“საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიესტერი აქტიურად გამოიყენება, თუმცა მის გარდა არის ბუნებრივ მასალებთან შერეული კონცენტრაციები - ფორმას ექნება ანტიალერგიული სარჩული“ - რას აცხადებს განათლების მინისტრი - კვირის პალიტრა

“საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიესტერი აქტიურად გამოიყენება, თუმცა მის გარდა არის ბუნებრივ მასალებთან შერეული კონცენტრაციები - ფორმას ექნება ანტიალერგიული სარჩული“ - რას აცხადებს განათლების მინისტრი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სკოლებში წელს ფორმების მოწოდება სამ ეტაპად მოხდება. მისი განმარტებით, 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. გივი მიქანაძის თქმით, პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.

როგორც განათლების მინისტრმა განმარტა, წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შედის ფორმები სკოლებში, მას ყოველ წელს თითო კლასი დაემატება.

„სამი თვის წინ დავიწყე პროექტი - მინისტრის შეხვედრა მშობლებთან - და დაახლოებით 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც თითო შეხვედრას დაახლოებით 300 მშობელი ესწრებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი ადამიანი, რომელიც პოზიტიურად არ აფასებდა სკოლებში ფორმების ტარების შემოღებას.

იყო წუხილი იმის შესახებ, თუ რატომ მხოლოდ პირველი და მეექვსე კლასი და რატომ არა სხვა კლასებიც. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეტაპობრივად შემოვიტანოთ ფორმები, რადგან ბავშვებისთვის ეს მაინც არის სიახლე და გვინდა, შევაჩვიოთ ისინი ფორმის ტარების კულტურას. ამიტომ წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასში შემოგვაქვს ფორმები, ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასსაც დავამატებთ.

განაგრძეთ კითხვა