"გრიგოლიებო, ტრაპაიძეებო, ჟიჟილაშვილებო, სანაიებო, ლეგიონია თქვენი სახელი რადგან ბევრნი ხართ…" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"გრიგოლიებო, ტრაპაიძეებო, ჟიჟილაშვილებო, სანაიებო, ლეგიონია თქვენი სახელი რადგან ბევრნი ხართ…" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ნინო ნადირაძის განცხადებას ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, სადა მან თქვა, რომ ფეისბუქზე ნახა, რომ ელენე ხოშტარიას გადაყვანას აპირებენ "ვივამედში" და "კიდევ კარგი, შაბათს დამასვენეს, როდესაც პაციენტი გახდება, მერე მასზე ხმას არ ამოვიღებ, ეს ოქროს წესია...“

"ნინო ნადირაძის, კლინიკის დირექტორის საქციელი ხომ ამაზრზენია?ხომ ხამობაა პირადი დამოკიდებულების პროფესიულ ვალდებულებაში აღრევა?კლინიკის რეპუტაციასაც ხომ აზიანებს, როცა ისეთი მმართველი ყავს, პირადს და პროფესიონალურს რომ ვერ ასხვავებს.ვინც ნადირაძის საპირისპირო მხარეს ხართ, ის ჟურნალისტები ხომ ასე ხედავთ? გრიგოლიებო, ტრაპაიძეებო, ჟიჟილაშვილებო, სანაიებო, ლეგიონია თქვენი სახელი რადგან ბევრნი ხართ… აი ეგეთივე ბაძაგები ხართ, უბრალოდ ლუზერები," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

palitravideo.ge