"ელ-ნინიოს" ეფექტს ვიგრძნობთ საქართველოშიც, უახლოეს თვეებში... - რას ამბობს ნინო ჩხობაძე? - კვირის პალიტრა

"ელ-ნინიოს" ეფექტს ვიგრძნობთ საქართველოშიც, უახლოეს თვეებში... - რას ამბობს ნინო ჩხობაძე?

"ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მკვეთ­რად აი­წევს ტემ­პე­რა­ტუ­რა" - ამის შე­სა­ხებ რა­დიო "პა­ლიტ­რას" გა­და­ცე­მა­ში "თქვე­ნი დრო“ "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა" დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნინო ჩხო­ბა­ძემ ისა­უბ­რა.

მისი თქმით, მთა­ვარ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ის, რომ ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა ეტა­პობ­რი­ვად იზ­რდე­ბა.

"ძი­რი­თა­დი სცე­ნა­რე­ბით, რაც შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მკვეთ­რად აი­წევს ტემ­პე­რა­ტუ­რა. ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი, ისე­თი, რო­გო­რიც შარ­შა­ნაც იყო აგ­ვის­ტო­ში საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვად. ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ფი­ლა, 45 გრა­დუ­სიც ყო­ფი­ლა და 50 გრა­დუს­ზეც კი ავი­და ცოტა ხნით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა იზ­რდე­ბა. ამან შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი“, - აცხა­დებს ჩხო­ბა­ძე. გააგრძელეთ