აზერბაიჯანელი ობოლი გოგონას თბილისური ტრაგედია - "ბიძაშვილს ორი კვირის განმავლობაში ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და..." - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანელი ობოლი გოგონას თბილისური ტრაგედია - "ბიძაშვილს ორი კვირის განმავლობაში ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და..."

“მთა­ვა­რი“ თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მოკ­ლუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გო­გო­ნას, ფა­ტი­მა კე­რი­მო­ვას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლე­ბენ და იმ გა­რე­მო­ე­ბებს წე­რენ დე­ტა­ლუ­რად, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ დრომ­დე უც­ნო­ბი იყო.

“2026 წლის 26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში იპო­ვეს ჩვე­ნი დის, 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფა­ტი­მა კე­რი­მო­ვას ცხე­და­რი.წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, გო­გო­ნა თბი­ლის­ში თა­ვის მე­გო­ბარ ბი­ჭთან ერ­თად წა­ვი­და. ისი­ნი იქ ცხოვ­რე­ბა­სა და მუ­შა­ო­ბას გეგ­მავ­დნენ. გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი მათი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი იყ­ვნენ და ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

რო­დე­საც ფული გა­მო­ე­ლი­ათ, მის­მა მე­გო­ბარ­მა ბიჭ­მა ის ქუ­ჩა­ში მარ­ტო და­ტო­ვა.

ქუ­ჩა­ში ფა­ტი­მამ ერთი გო­გო­ნა გა­იც­ნო. ფა­ტი­მა ქუ­ჩა­ში დარ­ჩა და­ხე­უ­ლი სა­ბუ­თე­ბით, მო­ბი­ლუ­რი­სა და ფუ­ლის გა­რე­შე. გო­გო­ნამ დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა და ჰკი­თხა, ახ­ლობ­ლე­ბი­დან ვინ შეძ­ლებ­და ჩა­მოს­ვლას და მის წაყ­ვა­ნას. ფა­ტი­მამ თა­ვი­სი ბი­ძაშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მის­ცა.

ბი­ძაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­და და ფა­ტი­მა წა­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, მისი გან­ზრახ­ვა სრუ­ლი­ად სხვა იყო...

მას ფა­ტი­მა ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში, ბი­ნა­ში ჰყავ­და გა­მო­კე­ტი­ლი და სას­ტი­კად სცემ­და, შემ­დეგ კი და­ახ­რჩო. გააგრძელეთ კითხვა