"ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების ბედი ФСБ-ს გადააბარა" - რას ამბობს ირაკლი კუპრაძე თბილისის ქუჩებში დამონტაჟებულ ე.წ. ჭკვიან კამერებზე - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების ბედი ФСБ-ს გადააბარა" - რას ამბობს ირაკლი კუპრაძე თბილისის ქუჩებში დამონტაჟებულ ე.წ. ჭკვიან კამერებზე

საერთაშორისო გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებულ ე.წ. ჭკვიან სათვალთვალო ვიდეო-კამერებს პროგრამულად სანქცირებული რუსული კომპანია უზრუნველყოფს - ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ანტიქართულმა „ოცნებამ” და ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში უსაფრთხოების და საქართველოს მოქალაქეების ბედი ФСБ-ს გადააბარა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კუპრაძის შეფასებით, არსებობს ძალიან დიდი საერთაშორისო საგარეო და საშინაო რისკები, რომელიც დამოკიდებული იქნება პუტინის რუსეთისა და ФСБ-ს კონტროლსა და გადაწყვეტილებებზე.

კუპრაძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია საფრთხეშია.

მისივე თქმით, „არანაირი მოთხოვნა ივანიშვილის პროკურატურასთან“ არ გააჩნიათ, რადგან არა აქვთ მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება ჩაეხსნება ФСБ-ს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას გადასცემს“.

„ეს არის რუსული საოპერაციო სისტემა, რომელსაც შეუძლია მოქალაქეების გაკონტროლება გადაადგილების პროცესში. ეს არის სისტემა, რომელსაც შეუძლია აღრიცხოს საქართველოს მოქალაქეები თბილისის ქუჩებში მაშინაც კი, როცა მათი სახე ნაწილობრივ არის დაფარული. ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში ათეულ ათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დღეის მდგომარეობით 10 000-მდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. „ოცნების” რეჟიმი უკვე წლებია იყენებს სანქცირებული ჩინური კომპანიების კამერებს. კამერები ეკუთვნის ჩინეთის კომუნისტურ სახელმწიფოს და იქ არის წარმოებული, პროგრამულ უზრუნველყოფას კი პუტინის რუსეთი ახორციელებს. ეს კომპანიებია Hikvision და Dahua, ორივე კომპანია სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ყველა განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ, რომლებიც არ უშვებს მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს, ძალადობას და იცავს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ტოტალიტარული სახელმწიფოების კონტროლისაგან.

განაგრძე კითხვა