"დასრულდება რუსეთის ოკუპაცია საქართველოში? გვენდომება, რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს" - ირაკლი ქადაგიშვილი
გვინდა რომ სამეზობლოში, ირანი იქნება, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, შავი ზღვის თუ კასპიის ზღვის იქით, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს - დასრულდება რუსეთის ოკუპაცია საქართველოში? რა თქმა უნდა, ჩვენ გვენდომება, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთთანაც გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა კითხვას, რომელიც პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე წასვლას შეეხებოდა.
მისი თქმით, საქართველოს, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უფლება აქვს, რომ მის სამეზობლოში ან უფრო ფართო რეგიონშიც ჰქონდეს ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან.
„საქართველო არ შეიძლება იყოს ვიღაცის ვიწრო იდეოლოგიური ან ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ტყვეობის ქვეშ.
საქართველოს, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უფლება აქვს, რომ მის სამეზობლოში ან უფრო ფართო რეგიონშიც ჰქონდეს ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან. იმ სახელმწიფოსთან, ვინც არის გაეროს წევრი, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და მითუმეტეს ვინც ჩვენი მეზობელია.
"ინტერპრესნიუსი"