ვინ დააჯარიმეს 2000 ლარით თეა წულუკიანისა და ლევან მურუსიძის შეურაცხყოფისთვის?! - კვირის პალიტრა

ვინ დააჯარიმეს 2000 ლარით თეა წულუკიანისა და ლევან მურუსიძის შეურაცხყოფისთვის?!

სოციალურ ქსელში დეპუტატ თეა წულუკიანისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ ლევან მურუსიძის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე ერთ პირს 2000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ მოქალაქე იოსებ ჭუაძე სამართალდამრღვევად ცნო.

საქმე ერთ -ერთი საინფორმაციოს ვებგვერდზე იოსებ ჭუაძის მიერ დაწერილ კომენტარს ეხებოდა.

"ინტერპრესნიუსი"