"გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გილაური კოალიციის ლიდერების პირად ხარჯებსაც ფარავდა, მათ შორის, პირადი ავტომობილების სახით" - ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას წერილს პასუხობს - კვირის პალიტრა

"გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გილაური კოალიციის ლიდერების პირად ხარჯებსაც ფარავდა, მათ შორის, პირადი ავტომობილების სახით" - ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას წერილს პასუხობს

"ამ წერილში ბევრი დეტალი არაგულწრფელია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ მაინც ითქვა: ელენემ დაადასტურა, რომ გილაური აქტიურად იყო ჩართული კოალიცია „ახლების“ საარჩევნო კამპანიაში, როგორც არაფორმალური ლიდერი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე წერს.

"თუმცა, არაფერს ამბობს ფინანსურ საკითხებზე. მათ შორის უარყოფს ვერსიას, რომ გილაური შუალედურ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდა.

ეს წერილი ერთდროულად ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც.

ელენე გილაურის პროტესტიდან გაქრობას იმით ამართლებს, რომ „არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა“.მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ გილაურს არ ჰქონდა ვალდებულება, პროტესტში ჩართულ რიგით მოქალაქეებს რატომ უნდა ჰქონდეთ? ან საერთოდ, ვის აქვს ასეთი ვალდებულება დაბადებიდან თანდაყოლილი?ჩემი აზრით, ამგვარ გამართლებას ერთი მიზანი აქვს: კოალიციის ლიდერები გილაურის წინაშე დავალებულები არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, არამედ იმიტომაც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მათ პირად ხარჯებსაც ფარავდა — მათ შორის, პირადი ავტომობილების სახით) ბოლოს მაინც ყველაფერი გაცხადდება

რა ურთიერთობა ჰქონდა "ოპოზიციურ ალიანსს" ნიკა გილაურთან და უნდა ყოფილიყო თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის კანდიდატი?! - ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან