გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი კახა გველესიანი - როგორ იხსენებენ მეგობრები? - კვირის პალიტრა

გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი კახა გველესიანი - როგორ იხსენებენ მეგობრები?

66 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი კახა გვე­ლე­სი­ა­ნი.

კახა გვე­ლე­სი­ა­ნი 1960 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1984 წელს მან და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი მა­რი­ო­ტი", მთაწ­მინ­დის ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის კომ­პლექ­სი, ასე­ვე "ქორ­თი­არდ მა­რი­ო­ტი" და "მოქ­სი".

1994 წლი­დან ის იყო სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი.

1998 წლი­დან 2003 წლამ­დე ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი.

ამას­თან, ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის მიღ­მა, კახა გვე­ლე­სი­ა­ნი ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და ღვი­ნის ექ­სპერ­ტი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბიზ­ნეს­მენს მე­გობ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ:და­ვით თევ­ზა­ძე, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი:

"აღარც ვიცი, რა ვთქვა: კა­ხაც ან­გე­ლოზ­თა დასს შე­უ­ერ­თდა.

გა­გა­ნათ­ლოს უფალ­მა. იქ ბევ­რნი დაგ­ხვდე­ბი­ან ჩვე­ნე­ბი, გუ­ლი­ა­ნე­ბი, ლა­ღე­ბი, ვაჟ­კა­ცუ­რე­ბი...იმათ­თან ერ­თად დაგ­ვე­ლო­დე, აღაც ჩვენ უნდა გა­ლო­დი­ნოთ დიდ ხანს...ერ­თია კია, რომ ენერ­გია და ოპ­ტი­მიზ­მი, რო­მელ­საც შენ ას­ხი­ვებ­დი, აღარ გაგ­ვათ­ბობს მე­ტად, ვი­ნა­ი­დან სხვას არა­ვის ასე­თი სი­კე­თი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გული აღარ დაგ­ვრჩა".

ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი, პარ­ტია "ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი":

"და­მაკ­ლდე­ბი...

და­აკ­ლდე­ბი ყვე­ლას, ვინც გიც­ნობ­და...

და­აკ­ლდე­ბი ქვე­ყა­ნას, დღეს და მო­მა­ვალ­შიც...

და­მაკ­ლდე­ბა სით­ბო­თი გა­ჯე­რე­ბუ­ლი შენ­თან სა­უბ­რე­ბი..."

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტი:

"რა­ტომ მი­დი­ან ზე­დი­ზედ სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ქარ­თულ საქ­მეს აკე­თებ­დნენ, აკე­თებ­დნენ ჩუ­მად, უკომ­პრო­მი­სოდ, და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად? მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის".