საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღებას მართავს - კვირის პალიტრა

საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღებას მართავს

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან (4 ივლისი) დაკავშირებით, აშშ-ის საელჩო საქართველოში ტრადიციულად საზეიმო მიღებას მართავს.

ღონისძიებაზე დიპლომატიური მისია მასპინძლობს მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.