საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - კადრები საზეიმო მიღებიდან - კვირის პალიტრა

საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - კადრები საზეიმო მიღებიდან

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან (4 ივლისი) დაკავშირებით, აშშ-ის საელჩო საქართველოში ტრადიციულად საზეიმო მიღებას მართავს.

amerikisdamoukideblobis-dge-1782924512.jpg

ღონისძიებაზე დიპლომატიური მისია მასპინძლობს მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

amerikisaelcho2-1782925033.png

დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ელ­ჩოს ეზო­ში ვერ­ტმფრე­ნი, სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და ამე­რი­კუ­ლი მან­ქა­ნე­ბი გა­მო­ი­ფი­ნა.

saelchoss-1782924611.jpg

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, მმარ­თვე­ლი გუნ­დის, ოპო­ზი­ცი­ის, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, მათ შო­რის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე, "ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის" ლი­დე­რე­ბი გიგა ბო­კე­რია და მისი მე­უღ­ლე თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და სხვე­ბი.

nanuka-1782927573.jpg

ფო­ტოგ­რა­ფი: გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი