რა ელის თბილისს ზაფხულში: ნინო ჩხობაძის პროგნოზი - "არსებობს საშიშროება, რომ როგორც ევროპაში დნება ასფალტი და გაყვანილობები, ისე დადნეს ჩვენთანაც" - კვირის პალიტრა

რა ელის თბილისს ზაფხულში: ნინო ჩხობაძის პროგნოზი - "არსებობს საშიშროება, რომ როგორც ევროპაში დნება ასფალტი და გაყვანილობები, ისე დადნეს ჩვენთანაც"

როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ელექტროგადამცემმა ხაზებმა დატვირთვასა და ექსტრემალურ სიცხეებს შესაძლოა, ვერ გაუძლოს.

„როცა ყველა კონდიციონერი ჩაირთვება, ენერგეტიკა ვერ გაუძლებს გაგრილების სისტემას. შესაძლოა, ელექტროენერგიის ხშირი წყვეტები იყოს, რადგან შეიძლება ხაზებმა ვერ გაუძლოს სიცხეს და დატვირთვას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული პრობლემები - წყალი ყველგან არ არის. თბილისშიც არის ეს პრობლემა, მაღალსართულიან შენობებში ბოლომდე ვერ ადის კარგი ნაკადით. ინფრასტრუქტურა არ არის მზად, პრობლემურია შენობების ხარისხი, არასწორად გადახურული და არათერმოიზოლირებული სახლები.

„ხრუშჩოვკები მაღალი სიცხეებისთვის არ არის მზად“

რისკები საქართველოს აქვს ძალიან დიდი, უნდა გვქონდეს მზაობა იმისა, თუ როგორ გავაკეთოთ პრევენცია. არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ყველგან მივიყვანოთ წყალი, რომ უცებ ხალხისთვის ეს პრობლემა არ აღმოჩნდეს? თანამედროვე შენობებს რაც შეეხება, სადაც კედლები შესაბამისი სისქის არის და უზრუნველყოფილია თერმოიზოლაცია, იქ ნაკლებია ელექტროენერგიის ხარჯიც და გაგრილების სისტემებიც მუშაობს. ძველი შენობები, ხრუშჩოვკებს რომ ვეძახით, ამისთვის არ არის მზად. არსებობს საშიშროება, რომ როგორც ევროპაში დნება ასფალტი და გაყვანილობები, დადნეს ჩვენთანაც.

განაგრძე კითხვა