რაში ადანაშაულებენ აფხაზი მარიონეტები თბილისს?! - ოლეგ ბარციცის განცხადება - კვირის პალიტრა

რაში ადანაშაულებენ აფხაზი მარიონეტები თბილისს?! - ოლეგ ბარციცის განცხადება

საქართველო სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა.

„საქართველო შეუძლებელს ხდის ჩვენი ყველაზე მთავარი მიზნისკენ პროგრესს - სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას. აფხაზური მხარე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მშვიდობიანი და კონსტრუქციული მოგვარების გარდა სხვას ალტერნატივას არ უშვებს. ეს მიდგომა სრულიად გამართლებულია და ჩვენს ისტორიულ-სამართლებრივ საფუძვლებსა და არსებულ რეალობას ეფუძნება. სამხრეთ კავკასიის რეგიონში გარკვეული სტატუს-კვო ჩამოყალიბდა და ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, რომ ეს გაითვალისწინონ“, - განაცხადა ბარციცმა.

მისი თქმით, „საქართველოს პოზიცია ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური და ისტორიულ-სამართლებრივი რეალობიდან გადახვევით და ქართული მხარე აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და ის ამით შეუძლებელს ხდის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ შემდგომ პროგრესს“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა