სუროგაციის სკანდალური საქმის დეტალები - როგორ იქცნენ სუროგატი დედები ტრეფიკინგის მსხვერპლად?
თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოში დასაქმებული სუროგატი დედების თანხების მითვისების ფაქტზე კომპანია შპს "ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს - გენერალურ დირექტორს, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანსა და უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მელიქიანი ამჟამად პატიმრობაშია, ტიმოშენკო კი ძებნაშია და მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს:
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავალი კომპანია შპს "ქინდერლი ჯორჯია“ დააფუძნეს. კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან ხელშეკრულებებს დებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ, რომ სუროგატ დედებს მოიძიებდნენ და ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ. აღნიშნული გზით ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 2 060 006,5 ლარზე მეტი თანხა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები, მათგან ერთი დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“",დ“ და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება) სრულად ცნო დამნაშავედ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თემის ირგვლივ ambebi.ge-ს დაზარალებული სუროგაციის პროგრამაში მონაწილე ქალების ადვოკატი, კომპანია "საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი ესაუბრა:
- საქმე დავიწყე როგორც "საფარის“ ადვოკატმა. თავდაპირველად მომმართა ერთმა ყაზახმა სუროგატმა ქალმა, რომელმაც მითხრა, რომ კომპანიამ არ გადაუხადა თანხა. სუროგატი ქალები იყვნენ ყაზახები, უზბეკები, რუსები, უკრაინელები, სომხები და მათ შორის რამდენიმე ქართველიც. თავიდან კომუნიკაცია მქონდა 100-მდე ქალთან, მათ ნდობა არ ჰქონდათ, არ სჯეროდათ, რომ რაიმე შედეგამდე მივიდოდით, ამიტომ იქიდან სადღაც 25 ქალამდე დამთანხმდა. პირველი ქალისგან (რომელმაც თავიდან მომმართა) გავიგე, რომ "ქინდერლი ჯორჯიას“ უამრავი დაზარალებული ჰყავდა. სულ დაზარალებულია 40, აქედან 30 სუროგატი ქალია, 10 - ბიოლოგიური მშობელი, რომლებსაც დამატებით მოუწიათ თანხების გადახდა იმისთვის, რომ საკუთარი შვილები ქვეყნიდან გაეყვანათ. ანუ ამ საქმეში მსხვერპლადაა ცნობილი 10 ბიოლოგიური მშობელი, "ქინდერლის“ საქმეში ყველა ბიოლოგიური მშობელი ჩინეთის მოქალაქეა. გააგრძელეთ კითხვა