რას ამბობს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატი?! - "არანაირი შემხებლობა დანაშაულის შეუტყობინებლობასთან არ ჰქონია" - კვირის პალიტრა

რას ამბობს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატი?! - "არანაირი შემხებლობა დანაშაულის შეუტყობინებლობასთან არ ჰქონია"

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას დაკავებული შვილის, გიორგი მალანიას ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, მალანიას დანაშაულის შეუტყობინებლობასთან შემხებლობა არ ჰქონია.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მან მალანია დაკავებიდან მალევე მოინახულა, თუმცა, საქმის დეტალებზე მასთან არ უსაუბრია. ცუცქირიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს, რამდენიმე საათში შეხვდება.

„მასთან გუშინ, გვიან ღამე მქონდა შეხვედრა, არანაირ დეტალზე არ გვისაუბრია, უბრალოდ მოვინახულე, გავიცანი ჩემი დასაცავი პირი, დანარჩენთან დაკავშირებით ინფორმაცია ერთმანეთთან არ გაგვიცვლია.

დაახლოებით, 1 საათის შესახლებული იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში და მე თვითონაც არ მივიჩნიე მიზანშეწონილად ამ თემებზე საუბარი. დაკავების ოქმიდან ვიცით, რომ შეუტყობინებლობის მუხლით არის დაკავებული.

ის დაკავებამდე მოწმის სტატუსით სარგებლობდა, როგორც ვიცი, მანამდე საგამოძიებო ორგანოში დაკითხულია. რაც შეეხება ჩვენების შინაარს, ის ჩემთვის უცნობია და როგორც გითხარით, გუშინ, ამ თემებზე საერთოდ არ გვისაუბრია. თუმცა, ოჯახისა და მისი განწყობაც ასეთია, რომ არანაირი შემხებლობა ამ მუხლთან, დანაშაულის შეუტყობინებლობასთან მას ბუნებრივია, არ ჰქონია. დეტალებზე, რა იყო, რა - არა, ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა