რა ქონებას ფლობს ნიკა მელია?!
უძრავი ქონება თბილისში და დანაზოგი - ეს არის ინფორმაცია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან.
ცნობისთვის, 2026 წლის აპრილს აქვს წარდგენილი. დოკუმენტის თანახმად, მელია მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება. ის 2025 წლის მაისში ადმინისტრაციული წესით, შსს-ის განმარტებით, „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფის" ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ პატიმრობა შეუფარდეს რამდენიმე მიზეზით, მათ შორის სასამართლო პროცესზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის, დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო. მასვე ბრალი აქვს წაყენებული ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წელს წარდგენილი აქვს როგორც პარლამენტის ყოფილ წევს.
დოკუმენტის თანახმად, მელიას საკუთრებაშია 140 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი და 47 კვ. მეტრი ფართობის სახლი თბილისში, რომლებიც 2009 და 2011 წლებშია შეძენილი, შესაბამისად, 180 ათას და 80 ათას დოლარად. ორივე უძრავი ქონება დედაქალაქში მდებარეობს.
გარდა ამისა, მის საკუთრებაში ფიქსირდება დედაქალაქში მდებარე ავტოფარეხის 15%-იანი წილიც, რომელიც 2025 წელს აქვს მიღებული.