“რა მამა ავურჩიე ჩემს შვილებს, ხომ ხედავთ?.." - თიკა ფაფაციას გულახდილი საუბარი მეუღლეზე - კვირის პალიტრა

“რა მამა ავურჩიე ჩემს შვილებს, ხომ ხედავთ?.." - თიკა ფაფაციას გულახდილი საუბარი მეუღლეზე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მომ­ღე­რა­ლი თიკა ფა­ცა­ცია "გვან­ცას პოდ­კასტს“ სტუმ­რობ­და, რო­მელ­შიც სა­კუ­თარ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, მე­უღ­ლე­სა და 25-წლი­ან მყარ ქორ­წი­ნე­ბა­ზე უჩ­ვე­უ­ლოდ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

თი­კამ და ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით ან­თე­ლი­ძემ მა­შინ იქორ­წი­ნეს, რო­დე­საც თიკა 17 წლის იყო. მი­უ­ხე­და­ვად ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, მათი კავ­ში­რი საკ­მა­ოდ მტკი­ცე აღ­მოჩ­ნდა და წყვი­ლი დღეს უკვე სამ ვაჟს ზრდის. და­ვით ან­თე­ლი­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნას ყო­ველ­თვის ერი­დე­ბა, თავს არი­დებს კა­მე­რებს და არც თიკა სა­უბ­რობს ხში­რად მას­ზე სა­ჯა­როდ. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია წლე­ბის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა და­ვით­მა თიკა ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი პი­რა­დად გა­იც­ნო.

პოდ­კას­ტში თი­კამ გა­იხ­სე­ნა ის თვი­სე­ბე­ბი, რის გა­მოც მე­უღ­ლე მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნია:

"მე მაქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჩემი შვი­ლე­ბის ემო­ცი­უ­რი მხა­რე, რა შე­იძ­ლე­ბა უჭირ­დეთ ან ულ­ხინ­დეთ... უკვე რა­ღაც ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი, მრჩე­ვე­ლი მამა ჰყავს ჩემს შვი­ლებს. ჩემი მე­უღ­ლის რჩე­ვე­ბით მეც კი ძა­ლი­ან ბევ­რი სი­კე­თე მი­მი­ღია.

tika-facacia-47875-1782985767.webp

ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი. მეც­ვა დიდი თეთ­რი კაბა ია­ტა­კამ­დე, არის თი­ნა­ო­ბა, 12 იან­ვა­რია და რა­ღაც სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რი მიმ­ყავს, ჩვე­უ­ლებ­რივ რო­გორც ხდე­ბა, დიდი ენერ­გი­ით და მი­ჭი­რავს მთე­ლი ეთე­რი და დარ­ბა­ზი. საკ­მა­ოდ გრძე­ლი ეთე­რი იყო, სა­ათ­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბო­და. 10-ზე რომ და­ი­წყო, სა­დღაც პირ­ვე­ლი იყო, რომ დას­რულ­და. რო­გორც წესი, მე როცა ვმუ­შა­ობ, ჩემ მე­უღ­ლეს­თან არი­ან ჩემი შვი­ლე­ბი.

მოკ­ლედ, დას­რულ­და ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა და რომ გა­მო­ვე­დი კუ­ლი­სებ­ში, დამ­ხვდა დათო. და­თოს სა­ერ­თოდ არ უყ­ვარს მე რა­ღა­ცებს რომ ვყვე­ბი მას­ზე, კი არა და ფო­ტოც არ მიჩ­ვე­ნე­ბია არა­ვის­თვის. ამ ის­ტო­რი­ით აღვწერ და­თოს, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას და რო­გორც მხარ­დამ­ჭერს, რო­მე­ლიც მაძ­ლე­ბი­ნებს იმას, რომ მე ასე­თი და­კა­ვე­ბუ­ლი ვიყო.

განაგრძეთ კითხვა