"გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დაიკითხება საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ვფიქრობ, ის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს" - პროკურორი - კვირის პალიტრა

"გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დაიკითხება საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ვფიქრობ, ის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს" - პროკურორი

დაიკითხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი - მას ხშირი შეხება ჰქონდა სამსახურებრივად ლილუაშვილთან, როგორც ორი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას გარკვეული სახის ინფორმაციები აქვს და შეუძლია ეს ინფორმაციები სასამართლოს მიაწოდოს.

„დღეს სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე, მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. დაიკითხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი. ვფიქრობ, ის მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს.

ეს მოწმე ბრალდებული არ არის და მან მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ უნდა ისაუბროს. გარკვეული ინფორმაცია აქვს. მას ხშირი შეხება ჰქონდა სამსახურებრივად ლილუაშვილთან, როგორც ორი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს",- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა