თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები - მოკლული გოგონა სრულიად ობოლი იყო - კვირის პალიტრა

თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები - მოკლული გოგონა სრულიად ობოლი იყო

მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფა­ტი­მა კე­რი­მო­ვას ცხე­და­რი იპო­ვეს. ირ­კვე­ვა, რომ გო­გო­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გო­ბარ ბი­ჭთან ერ­თად ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა ფუ­ლის გა­მო­ლე­ვის შემ­დეგ, ბიჭ­მა ის ქუ­ჩა­ში მარ­ტო და­ტო­ვა და თვი­თონ აზერ­ბა­ი­ჯან­ში დაბ­რუნ­და.

მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა სრუ­ლი­ად ობო­ლი იყო, მას 19 წლის უმ­ცრო­სი და დარ­ჩა. შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად "სა­ფა­რის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბაია პა­ტა­რა­ი­ამ გა­ავ­რცე­ლა. ამ დრო­ის­თვის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პა­ტა­რა­ი­ას ცნო­ბით, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გო­გო­ნა თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ შე­ი­ფა­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას­თან ბი­ძაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­და. ის ფა­ტი­მას ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბას დაჰ­პირ­და, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­კე­ტი­ლი ჰყავ­და, სას­ტი­კად სცემ­და, ბო­ლოს კი სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მა და მი­ი­მა­ლა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვამ რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა და­კავ­ში­რე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დას­თან, რო­მე­ლიც ახლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის სლო­გა­ნით "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ფა­ტი­მას­თვის“.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ მძი­მე გზას, რაც გო­გო­ნამ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლი­დან ტრა­გი­კულ დღემ­დე გა­ი­ა­რა - მე­გობ­რის მხრი­დან მი­ტო­ვე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნა­თე­სა­ვის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­ტი­კი ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. დები მარ­ტო ცხოვ­რობ­დნენ და ახლა გარ­დაც­ვლი­ლის და მე­დი­ის­გან, იუ­რის­ტე­ბის­გან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ითხოვს:

"და­ვუ­კავ­შირ­დი თბი­ლის­ში მოკ­ლუ­ლი გო­გოს დას, რო­მე­ლიც მზად არის თა­ვი­სი დის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. მას პრო­ფილ­ზე არის ასე­თი სლო­გა­ნი “ფა­ტი­მას­თვის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა” რამ­დე­ნი­მე დღე ვცდი­ლობ­დი დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას, სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბას და რიგ სა­კი­თხებ­ზე ნე­ბარ­თვე­ბის მი­ღე­ბას.

გოგო თა­ვის დას­თან ერ­თად მარ­ტო ცხოვ­რობ­და. ის ადრე და­ნიშ­ნუ­ლი იყო თა­ვი­სი შო­რე­ულ ნა­თე­სავ­ზე და მერე გა­შორ­დნენ. ვის­თა­ნაც ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ის იყო მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი.

განაგრძეთ კითხვა