მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების გამარჯვების ზეიმს 4 ადამიანი, მათ შორის, 19 წლის გოგონა ემსხვერპლა - ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების გამარჯვების ზეიმს 4 ადამიანი, მათ შორის, 19 წლის გოგონა ემსხვერპლა - ტრაგედიის დეტალები

მსოფ­ლიო სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 1/16 ფი­ნალ­ში მექ­სი­კის ნაკ­რე­ბის მიერ ეკ­ვა­დო­რის და­მარ­ცხე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მე­ხი­კოს ქუ­ჩებ­ში მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და. წარ­მოქ­მნილ ჭყლე­ტა­ში 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა: 19 წლის გო­გო­ნა, 48 წლის ქალი, 30 და 44 წლის მა­მა­კა­ცე­ბი.

დე­და­ქა­ლა­ქის ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ოთხი­ვე მათ­გა­ნის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია (გა­გუდ­ვა) გახ­და.სა­ქა­ლა­ქო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ხალ­ხის ყვე­ლა­ზე დიდი ნა­კა­დი მე­ხი­კოს ცენ­ტრში, ძი­რი­თა­დად - "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სვეტ­თან“ შე­იკ­რი­ბა. ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ზე­ი­მი გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ ეკ­ვა­დორ­თან ან­გა­რი­შით 2-0 გა­მარ­ჯვე­ბა მექ­სი­კის ნაკ­რე­ბის­თვის 1986 წლის შემ­დეგ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის პლეი-ოფში მო­პო­ვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბაა.

მე­ხი­კოს მერ­მა, კლა­რა ბრუ­გა­დამ, და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს მი­უ­სამ­ძიმ­რა და სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და. მან გულ­შე­მატ­კივ­რებს მო­უ­წო­და, "ყო­ველ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აღ­ნიშ­ნონ, იზ­რუ­ნონ სხვებ­ზე და გა­მო­ი­ჩი­ნონ პა­ტი­ვის­ცე­მა“.

ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებ­მა დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს სამ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც პა­სეო-დე-ლა-რე­ფორ­მას გამ­ზი­რის მიმ­დე­ბა­რედ, ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს.

განაგრძეთ კითხვა