“ხალხო, ნუ ისვამთ ამ წურბელებს კანზე, რაღა დროს წურბელებია...“ - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბიწაშვილი მოსახლეობას წურბელების გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ექიმი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში კანის ინფექციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პაციენტებს წურბელების მიერ დაზიანებულ კანში ინფექცია განუვითარდათ. მისი თქმით, განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ მიმართავენ ადამიანები ამ მეთოდს „წნევის დასაწევად“ ან „სისხლის გასაწმენდად“ და მოქალაქეებს მსგავსი პრაქტიკისგან სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
“ხალხო, ნუ ისვამთ ამ წურბელებს კანზე, რაღა დროს წურბელებია:( ან საერთოდ რატომ არის დაშვებული მათი გაყიდვა, გაუგებარია.ერთ კვირაში კანის ინფექციის მქონე ორი პაციენტი შემოვიდა, რომელსაც წურბელების მიერ დაზიანებულ კანში შეეჭრა ინფექცია.ადამიანს, მით უმეტეს ახალგაზრდას, “ წნევის დასაწევად” და “სისხლის გასაწმენდად” რატომ უნდა მოუვიდეს თავში წურბელის დასმა, ვერ ვგებულობ.“ - წერს მაია ბუწაშვილი