ქვეყნები, სადაც ისტორიულად ყველაზე მაღალი სიცხე დაფიქსირდა
კლიმატური ცვლილებების პირობებში, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტემპერატურული რეკორდები მყარდება - Visual Capitalist-მა მოამზადა რეიტინგი, სადაც ნაჩვენებია ქვეყნები, სადაც ოფიციალურად ისტორიულად ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირებულა.
ოფიციალურად დაფიქსირებული ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურის მსოფლიო რეკორდი დღემდე აშშ-ს ეკუთვნის. კვლევის მიხედვით, 1913 წელს კალიფორნიის შტატში, სიკვდილის ველზე რეკორდულად მაღალი - 56.7°C (134.1°F) ტემპერატურა აღირიცხა.
ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ მსოფლიოში 20 ყველაზე მაღალი ტემპერატურული რეკორდიდან ცხრა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მოდიოდა და ყველა შემთხვევაში ტემპერატურა 50°C-ს აღემატება.
ქვეყნები, სადაც ისტორიულად ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირებულა:
აშშ - 134.1°F,1913 წელი;
ტუნისი - 131°F, 1931 წელი;
ქუვეითი - 129.2°F, 2016 წელი;
ისრაელი - 129.2°F, 1942 წელი;
ერაყი - 129°F, 2016 წელი;
პაკისტანი - 128.7°F, 2017 წელი;
ირანი - 128.7°F, 2017 წელი;
ჩინეთი - 126.°F, 2023 წელი;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 125.8°F, 2002 წელი;
მექსიკა - 125.6°F, 1966 წელი;
საუდის არაბეთი - 125.6°F,
2010 წელი;ომანი - 124.9°F, 2021 წელი;