საგანგებო თავშესაფრები ძლიერი სიცხისგან დასაცავად - რა ხდება ესპანეთში?! - კვირის პალიტრა

საგანგებო თავშესაფრები ძლიერი სიცხისგან დასაცავად - რა ხდება ესპანეთში?!

ესპანეთმა შექმნა კლიმატური თავშესაფრების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელი, სადაც ადამიანები ექსტრემალური სიცხეს შეაფარებენ თავს.

როგორც უცხოური მედია წერს, თავშესაფრები განთავსდება სამთავრობო შენობებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სპორტულ და სავაჭრო ცენტრებში. ისინი აღჭურვილი იქნება კონდიციონერით, უფასო წყლითა და დასასვენებელი ადგილებით.

თავშესაფრით ისარგებლებენ როგორც მოხუცები, ბავშვები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები, ისე ნებისმიერი მსურველები და მათ შორის ტურისტებიც.

ბარსელონა ესპანეთის სხვა ქალაქებთან შედარებით უფრო შორს წავიდა - ის უკვე ავითარებს „მიკროსადგურების“ ქსელს კლიმატური თავშესაფრებისკენ მიმავალ გზაზე, რადგან ცხელი ამინდის დროს ხანგრძლივი მგზავრობაც შესაძლოა, საშიში გახდეს. ესენია აფთიაქები და პატარა მაღაზიები, რომლებიც როგორც წესი, ერთმანეთისგან 10 წუთის სავალზე მდებარეობს.

განაგრძე კითხვა