თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზში აიათოლა ხამენეი და მისი ოჯახის სხვა გარდაცვლილი წევრები მიასვენეს - კვირის პალიტრა

თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზში აიათოლა ხამენეი და მისი ოჯახის სხვა გარდაცვლილი წევრები მიასვენეს

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზში მიმდინარეობს, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხამენეისთან ერთად სალოცავ დარბაზში მისი ოჯახის სხვა გარდაცვლილი წევრებიც მიასვენეს.

ცერემონიას უცხო ქვეყნების დელეგაციებიც ესწრებიან, მათ შორის ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ჩინეთიდან.

დაკრძალვის ცერემონიები 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

"ინტერპრესნიუსი"