მეუღლისა და შვილის ტრაგედია, ჩაშლილი 89 წლის იუბილე და ლეგენდარული მუსიკოსის უკანასკნელი დღეები - კვირის პალიტრა

მეუღლისა და შვილის ტრაგედია, ჩაშლილი 89 წლის იუბილე და ლეგენდარული მუსიკოსის უკანასკნელი დღეები

89 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი ან­სამ­ბლ "ორე­რას" სო­ლის­ტი გენო ნა­დი­რაშ­ვი­ლი. ის იყო "ორე­რას" პირ­ვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე კი ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი. გა­მო­ირ­ჩე­ო­და მრა­ვალ­მხრი­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭით. უკ­რავ­და სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე, მათ შო­რის, კონ­ტრა­ბას­ზე, საყ­ვირ­სა და ბას-გი­ტა­რა­ზე.

მისი შეს­რუ­ლე­ბით არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი, თუ უცხო­ე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რა თა­ვი­დან­ვე შე­იყ­ვა­რა მსმე­ნელ­მა: გოგი ცა­ბა­ძის "კაცი ვარ და ქუდი მხუ­რავს,“ ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის „პა­ტა­რა გოგო“, ფრენკ სი­ნატ­რა my way, Strangers in the night…2018 წელს ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან გენო ნა­დი­რაშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა.

aea9051a-a5af-44a0-8b52-5f148db11fdd-31585-1783071022.jpg

AMBEBI.GE "ორე­რას" ახალ­გაზ­რდა წევ­რს - გი­ორ­გი წიკ­ლა­ურს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, კო­ლე­გა და ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი დიდი მწუ­ხა­რე­ბით გა­იხ­სე­ნა...

დამ­შვი­დო­ბე­ბა ლე­გენ­დას­თან და გენო ნა­დი­რაშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბა - ვუ­სამ­ძიმ­რებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და ბა­ტო­ნი გე­ნოს ოჯახს ამ სა­ში­ნელ ამ­ბავს... გენო სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ნამ­დვი­ლი კო­ლო­რი­ტი გახ­ლდათ. ვინც მას ახ­ლოს და პი­რა­დად იც­ნობ­და, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ შო­რის საკ­მა­ოდ დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, გვერ­დით ისე ამოგ­ვიდ­გე­ბო­და ხოლ­მე, რომ ამ სხვა­ო­ბას ვერც სცე­ნა­ზე და ვერც რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვერ იგ­რძნობ­დით. არა­ნა­ი­რად არ გაგ­რძნო­ბი­ნებ­და ასაკს, თა­ნა­ტო­ლე­ბი­ვით ვი­ყა­ვით. ამას­თა­ნა­ვე, სა­ო­ცა­რი ნი­ჭით გახ­ლდათ და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. სამ დღე­ში 89 წლის ხდე­ბო­და სამ და ამ ასაკ­ში ყვე­ლა სიმ­ღე­რის ტექ­სტი, თა­ვი­სი ხმე­ბის პარ­ტი­ე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ზე­პი­რად ახ­სოვ­და...სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და - ვე­ღარც ჭამ­და და ვე­ღარც სა­უბ­რობ­და. თუმ­ცა გო­ნე­ბა­ზე ბოლო წუ­თამ­დე იყო. მივ­დი­ო­დით, ვნა­ხუ­ლობ­დით და თვა­ლე­ბით გვე­სა­უბ­რე­ბო­და ხოლ­მე, სი­ტყვე­ბით ვე­ღარ გა­მო­ხა­ტავ­და იმას, რისი თქმაც უნ­დო­და.

რო­გორ გახ­და გი­ორ­გი წიკ­ლა­უ­რი ლე­გენ­და­რუ­ლი "ორე­რას“"წევ­რი

რო­დის გა­ი­ცა­ნით ბა­ტო­ნი გენო და რო­გორ გახ­დით "ორე­რას" წევ­რი. მა­ნამ­დე, ცხა­დია, მხო­ლოდ შო­რი­დან იც­ნობ­დით მას...

- ჩემი და "ორე­რას" ტან­დე­მი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შედ­გა, ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. იქ „ორე­რაც“ იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მეც, რო­გორც სო­ლის­ტი. იმ კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ზე ერ­თად მოგ­ვი­წია მუ­შა­ო­ბამ. იქ მო­მის­მი­ნეს... სა­ერ­თოდ, მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც „ორე­რას“ სიმ­ღე­რებ­ზე არ გაზ­რდი­ლა და მათი რე­პერ­ტუ­ა­რი არ იცის. მეც, რა თქმა უნდა, ყვე­ლა სიმ­ღე­რა ვი­ცო­დი. იმ ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ „ორე­რას“ ბი­ჭე­ბის­გან და ბა­ტო­ნი გე­ნოს­გან წა­მო­ვი­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ხომ არ ვი­სურ­ვებ­დი მათ­თან ერ­თად ან­სამ­ბლში ყოფ­ნას, რად­გან გეგ­მავ­დნენ „ორე­რას“ გა­ნახ­ლე­ბას. მე, რა თქმა უნდა, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მოვ­თქვი სურ­ვი­ლი. ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ამ ლე­გენ­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით სცე­ნა­ზე ერ­თად დავ­დგე­ბო­დი და, მით უმე­ტეს, ამ ან­სამ­ბლის წევ­რი გავ­ხდე­ბო­დი.

განაგრძეთ კითხვა