როგორი ამინდი იქნება საქართველოში 3-5 ივლისს - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 3-5 ივლისს - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი.

სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"