"ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა ნაცმოძრაობის არის..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო წლების განსაკუთრებული მიღწევაა ახალგაზრდების მოზიდვა:
"ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა ნაცმოძრაობის არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა. ეს ნამდვილად მებრძოლი ხალხია, ახალი აზროვნებით, სულ სხვა მიზანმიმართულებით. მათ არ ამძიმებს ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი და ისინი ბრძოლაში ჩაერთნენ წმინდა წყლის იდეისთვის. ასეთებია ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, რა თქმა უნდა იგორ ნარმანია. ასევე გვყავს უმაგრესი ახალგაზრდები რეგიონებში. შეუძლებელია იმ ძალამ და იდეამ, რომელსაც ასეთი ხალხი უჭერს მხარს, არ გაიმარჯვოს" - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.