"რატომ დღეს და არა, 9 თვის წინ? იმიტომ, რომ 9 თვის წინ, გიორგი მალანიას სახელი ავალიანის საქმეში არც კი ჟღერდებოდა - შესაძლებელია კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომლის მიმართაც დავიწყებთ დევნა" - კვირის პალიტრა

"რატომ დღეს და არა, 9 თვის წინ? იმიტომ, რომ 9 თვის წინ, გიორგი მალანიას სახელი ავალიანის საქმეში არც კი ჟღერდებოდა - შესაძლებელია კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომლის მიმართაც დავიწყებთ დევნა"

რატომ დღეს და რატომ არა, დავუშვათ, 9 თვის წინ? იმიტომ, რომ 9 თვის წინ, გიორგი მალანიას სახელი გიგა ავალიანის საქმეში არც კი ჟღერდებოდა. მტკიცებულებები არ არსებობდა მის წინააღმდეგ - შესაძლებელია გამოყოფილ საქმეში კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომლის მიმართაც დავიწყოთ დევნა, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც განმარტა, ამ დრომდე რატომ არ იყო დაკავებული შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია მოკლული მასწავლებლის საქმეზე.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეუფარდა.

ქეთევან სონიძის განმარტებით, ბრალდებას შუამდგომლობაში მითითებული ჰქონდა არა მხოლოდ მიმალვის, არამედ ახალი დანაშაულის ჩადებისა და მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების საფრთხეები.

„რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. ის ლანჩხუთში იმყოფებოდა, გადაადგილდებოდა ზურგჩანთით და არსებობდა ვარაუდი იმისა, რომ ის აპირებდა მიმალვას და სწორედ ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იქნა დაკავებული. ასევე, რაც შეეხება მტკიცებულებებზე უკანონოდ ზემოქმედების მოხდენის საფრთხეს, ისევ გრძელდება გამოძიება. შესაძლებელია, გამოყოფილ საქმეში კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომლის მიმართაც შესაძლებელია მომავალში იქნეს გადაწყვეტილება მიღებული და დავიწყოთ დევნა. რომ არ მოხდეს იმ პოტენციურ ბრალდებულებთან რაიმეზე შეთანხმება, რაიმე ინფორმაციის შეცვლა, დამახინჯება, წაშლა და ა.შ. ან თუნდაც უკანონოდ ზემოქმედება, სწორედ ამ საფრთხეზეც მივუთითებდით ჩვენ შუამდგომლობაში. გააგრძელეთ კითხვა